საქართველო ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.ვლადიმის ვაისის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისის “დინამო არენაზე” დაუპირისპირდა.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები C ჯგუფში, ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად, მოხვდებოდა.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.