საქმე გვაქვს არაეფექტურ მართვასთან – ეკატერინე ტიკარაძე სასუნთქ აპარატებსა და ჟანგბადდამოკიდებულებზე

“საქმე გვაქვს არაეფექტურ მართვასთან “- ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით, ქვეყანაში სასუნთქ აპარატზე, დაახლოებით, 257-მდე პაციენტია დამოკიდებული, 937 პაციენტი კი ჟანგბადდამოკიდებულია. მინისტრის თქმით, დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია. ტიკარაძის თქმით ამ შემთხვევაში საქმე აქვთ უფრო არაეფექტურ მართვასთან, რომლის გამოსწორებაზეც, მისივე თქმით, უკვე მუშაობენ.

“დანარჩენ კლინიკებს შეუძლიათ დანარჩენი პაციენტები კოვიდსასტუმროებში გადაანაწილონ, სადაც ისინი მკურნალობას გააგრძელებენ. აქ საქმე გვაქვს უფრო მეტად არაეფექტურ მართვასთან, რასთან დაკაშირებით ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და შევჯერდით რიგ საკითხებზე.”მნიშვნელოვანია, რომ კლინიკების დონეზე პაციენტების მართვა გავაუმჯობესოთ. დამატებითი შესყიდვები დაგეგმილია და ეს არის პროცესში. ჩვენ ველოდებით სასუნთქი აპარატების ჩამოსვლას, რომელიც, საჭირობისამებრ, ყველა კლინიკაში გადანაწილდება, თუმცა ამის აუცილებლობა დღევანდელი მონაცემებით არ დგას”, – ამბობს ტიკარაძე.