“საქართველოდან ცუდი ამბები მოდის. განსაკუთრებული ქვეყნიდან, რომლითაც ყველანი აღფრთოვანებულები ვართ მისი ხალხის, კულტურის, ისტორიისა და მემკვიდრეობის გამო. ახალი კანონპროექტი და ძალადობა მხოლოდ შეშფოთების საგანი არ არის. ეს საშიში თამაშია.

ჩვენს კარებთან მომდგარი საერთო საფრთხეებისა და ომის წინაშე კოლექტიური დასავლეთი, ჩვენი რეგიონი, რჩება ერთიანი და კონსოლიდირებული. მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის აღება გადაწყვიტა, ქართველი ხალხის და ყველა ჩვენგანის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს.

ერთხელ ზვიად გამსახურდიამ თქვა, რომ საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის ღირსული ადგილისკენ მსოფლიო სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ადასტურებს და თანაბრად გარანტირებს ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას. არ ვარ დარწმუნებული, რომ “ქართული ოცნება” ამისკენ მიისწრაფვის”

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.