“საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ” – რითი ხსნის იმნაძე ვაქცინის დაგვიანებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ შესაძლოა კოვაქსის პლატფორმიდან ვაქცინის მიღება იმიტომ გვიანდება, რომ საქართველო საშუალოშემოსავლიან ქვეყანაში გადის და ვაქცინას თვითონ ყიდულობს.

“თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ შემთხვევაში ის, რომ საქართველო აღარ ითვლება დავალშემოსავლიან ქვეყნად, საშუალოში გავდივართ და თვითონ ვიფინანსებთ ჩვენს თავს, და არა, გვეხმარება იგივე კოვაქსი… ანუ არის ქვეყნები, რომლებიც თვითდაფინანსებაზეა კოვაქსის პლატფორმაზე, ისე როგორიც არის საქართველო და არის ქვეყნები, რომლებიც ითვლებიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებად, რომელსაც კოვაქსი თვითონ აწვდის.

ამ შემთხვევაში, იმან რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ ჩვენ უფრო და არა დაბალშემოსავლიანში, შეიძლება, ცუდი როლი ითამაშა, იმიტომ, რომ პირველ რიგში დაბალშემოსავლიანებს გადასცეს… მაგრამ იქაც სულ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ჯერჯერობით. ევროპის 4 ქვეყანა იყო და რასაც ვხედავთ ჯერჯერობით კოვაქსიდან არ არის დასტური, როდის შემოვა ვაქცინა”,- თქვა იმნაძემ მაესტროს ეთერში.

მისივე ინფორმაციით, საქართველო ასტრაზენეკასგან სავარაუდოდ 150 ათას დოზას მიიღებს და ის ფაიზერზე ადრე შემოვა ქვეყანაში.