“საჩუქარი პუტინს” – ჩეხეთი უკრაინას მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

ჩეხეთი უკრაინას 15 MR-2 Viktor -ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის. საჰაერო სისტემები,  სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებული თანხებით შეიძინეს.

“ჩეხური ინიციატივა “საჩუქარი პუტინს” უკრაინაში 15 MR-2 Viktor-ის მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემას აგზავნის. ჩეხმა ხალხმა მოახერხა 3,75 მილიონი ევროს შეგროვება შეიარაღებისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.