საჭიროა მეტი წერტილოვანი შეზღუდვა, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი არაა – იმნაძე

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილა. შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მეტი შეზღუდვა უნდა დაწესდეს.

“პრაქტიკულად აქ ყველა ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში არ არის საკმარისი. ამ სიტუაციაში უკვე საჭიროა მეტი წერტილოვანი შეზღუდვების გაკეთება. ჩვენ არ შეგვიძლია მთლიან ლოქდაუნზე, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს”, – თქვა NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

გუშინ ანალოგიური განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მან თქვა, რომ დაწესებული შეზღუდვები არ არის საკმარისი და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.