ევროკავშირი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს როლს. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საჭიროა არსებობდეს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის აგრესიის დანაშაულს.

და მე ვამაყობ, რომ ამ კონფერენციაზე, როგორც პირველი ნაბიჯი, თქვენ მოაწერთ ხელს შეთანხმებას ჰააგაში აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ.

ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს რუსეთისთვის საფასურის გადახდა.

ჩვენ ერთად ვდგავართ  უკრაინის სამართლიანობისთვის.

განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა,  ურსულა ფონ დერ ლაიენმა.