“ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეების, ჟურნალისტები, ტურისტები. ეს იყო გამოხატულება უუნარობის, არაკომპეტენტურობის პიკი.

ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო თურმე, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებაზე თურმე ვიღაცა სხვები არიან პასუხისმგებლები. ეს უკვე უსუსურობაა.

მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს კიდევ უპასუხისგებლობაა. ამ ადამიანებს სახელმწიფოს ფუნქცია გააზრებული არ აქვთ. სახელმწიფომ გვითხრა, რომ მე ახლა გვერდზე გავდგებიო და მოქალაქეებმა ერთმანეთში გაარკვიეთ ურთიერთობაო. ეს სახელმწიფოს ჩამოშლაა”

ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ჟურნალისტებზე ძალადობას.