სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულება აქვს, რაც გლდანში ადეკვატურად ვერ სრულდება – ამერიკელი ადვოკატი

სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულება აქვს, რაც გლდანში ადეკვატურად ვერ სრულდება – ამის შესახებ ამერიკელმა ადვოკატმა, ჯონ სენდვიჯმა მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოინახულა.

“აქ არ არის სამედიცინო საშუალებები, რაც მას შესაძლოა დასჭირდეს. ყველაფრის მიუხედავად, ის მხნედ არის.

ეს არ არის დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოდ იქნება. არ ვარ ქართული სამართლის სპეციალისტი, თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს დაკავებულის ზრუნვის ვალდებულება, რაც ამ დაწესებულებაში ადეკვატურად ვერ შესრულდება”. – ამბობს ადვოკატი.