სახელმწიფო დეპარტამენტი: ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს

კეილ ბრაუნი, სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილე “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს “ეუთოს შეფასებას: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული გახლდათ ფუნდამენტური თავისუფლებები, მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამყოფი ხაზის ბუნდოვანებამ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს.”

2 ნოემბრის განცხადებაში აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი აცხადებს (NDI), რომ საარჩევნო დარღვევებმა გადაფარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიღწეული წინსვლა კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით. ამ დარღვევებში შედის ოქმებში ასებული უზუსტობები, ცნობები საარჩევნო უბნებზე ან მათ გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებული გამოქვეყნება და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდა.