სახ. დეპარტამენტი: იმედგაცრუებული ვართ, იმუშავეთ კომპრომისის მისაღწევად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი. განცხადებას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი იმედგაცრუებას გამოხატავს და ამბობს, რომ “დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ”.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“,– აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

მათი თქმით, საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.

დეპარტამენტის ერთ-ერთი უფროსი პრეს-სპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა, რომ საქართველომ წარმატებს მიაღწიოს, როგორც უსაფრთხო და განვითარებულმა დემოკრატიამ და რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მუშაობა გააგრძელოს.