საჯაროობას ვწყვეტ, არც მხარდამჭერი არ ვიქნები “ქართული ოცნების” – ბიძინა ივანიშვილი

“საჯაროობას ვწყვეტ, არც მხარდამჭერი არ ვიქნები ქართული ოცნების”- ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“ყველანაირი კონსულტაცია მათთან შეწყდება დაბადების დღე შეიძლება მივულოცო.  ძალიან კარგი ხალხი დავტოვე გუნდში. ადამიანური ურთიერთობები მათთან ყოფით დონეზე მექნება მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე. ეს მათ კარგად იციან არც დამირეკავენ არ მოხდება ჩემგან მათთან კრიტიკა მე საჯაროობას ვწყვეტ. არ მოხდება ჩემი საჯარო გამოსვლა და ეს ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება. რამდენიმე უცხოურ მედიას სურვილი აქვს გუშინდელი განცხადების შემდეგ, და ხვალ ან ზეგ შეილება ეს გავაკეთო მაგრამ ამის მერე ვუბრუნდები ჩემს ყოფით ცხოვრებას რომელიც ძალიან მომწონდა.  არც მხარდამჭერი არ ვიქნები ქართული ოცნების, ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება მხოლოდ არცევნებზე მისვლა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება. “- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.