სევეროდონეცკის დატოვება მოგვიწევს – ჰაიდაი

უკრაინის არმიას უახლოეს დღეებში ქალაქ სევეროდონეცკის დატოვება მოუწევს.ინფორმაციას ამის შესახებ, ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი ავრცელებს.ჰაიდაის თქმით, ოკუპანტების მიერ  ყოველდღიური საარტილერიო დაბომბვების შედეგად ქალაქში შენობების 90% დანგრეული ან დაზიანებულია.

  • „სამწუხაროდ, ჩვენი სამხედროების სევეროდონეცკიდან გამოყვანა მოგვიწევს. პოზიციებზე დარჩენას აზრი არ აქვს, მხოლოდ დაღუპულების რაოდენობა გაიზრდება“, – წერს ჰაიდაი.