სენატორები: აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოოს

ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოონ. ამის შესახებ მათ ამერიკის ხმას წერილობითი კომენტარი მისცეს.

“სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად”, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე დაიწყება.