სერბეთმა საქართველოში გაცემული კოვიდპასპორტი აღიარა

სერბეთის რესპუბლიკამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შესაბამისი დადგენილება სერბეთის მთავრობამ 23 ივლისს გამოსცა.

საქართველოში გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეებს სერბეთში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ