სვანეთში ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ – დაჭრილია ქალი

სვანეთის, სოფელ ბეჩოში ცოლ-ქმარზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაჭრილია 55 წლის ქალი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სახლში, 17 აგვისტოს მოხდა.ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, თანასოფლელმა ესროლა, რომელთანაც შუახნის ქალის ქმარს დაპირისპირება ჰქონდა.

დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა