სიმართლეს არ შეესაბამება – პენიტენციური სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

პენიტენციური სამსახური ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მისი ინფორმაციით, აპირებენ ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.

პენიტენციურის განცხადებით, ეს სიმართლე არ არის.

“ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან”,– აცხადებს უწყება.

გვარამიამ დღეს ასევე თქვა, რომ გორის ჰოსპიტალში შეიძლება დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება.