“დაპირისპირება მომხდარა თურმე, მომხდარა გუშინაც და დღესაც ჰქონდა გარკვეულ პროვოკაციას ადგილი და მკაფიოდ გვინდა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ამ ნაწილში, რომ ჩვენი მოძრაობა ემიჯნება ზოგადად ყოველგვარ ძალადობას, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მშვიდობიანი უნდა იყოს ჩვენი პროტესტი ყველა ეტაპზე. თქვენ იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველას აქვს იმის უფლება, რომ თავისი მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ და ამიტომ იმ დაპირისპირებას, რაც აქ ხდება, მკაფიოდ ვემიჯნებით.

აქვე გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რომ რა არის ახლა ამ ძალადობის და დაპირისპირების გამოწვევი მიზეზები? ეს შეიძლება გახდეს რაღაც სიმბოლიკები და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ”

ამბობს ნამახვანჰესის პროტესტის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი სირცხვილიას აქტივისტების აქციიდან გაგდებაზე.