სინოფარმი 78.1%-ით ეფექტურია – WHO-ს ექსპერტთა ჯგუფი

სინოფარმი 78.1%-ით ეფექტურია – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი სინოფარმის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინური ვაქცინა, სინოფარმი, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-იან ეფექტურობას აჩვენებს.

WHO-ს ინფორმაციით, ვაქცინის უსაფრთხოების კვლევაში 16 671 ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევის შედეგად დადგინდა რომ :

ვაქცინა არ იწვევს საფრთხის შემცველ გვერდითი ეფექტებს.

არ ყოფილა ანაფილაქსიის არც ერთი შემთხვევა.

ძირითადი გვერდითი მოვლენები იყო ტკივილი ინექციის გაკეთების ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სინოფარმის ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

ცნობისთვის, საქართველოში სინოფარმით აცრა 18-დან 55 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ.