“სირცხვილია” იმ პოლიციელების ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებმაც გიორგი მჟავანაძეზე იძალადეს

მოძრაობა ”სირცხვილია”,  ასაჯაროებს იმ პოლიციელების ფოტოებს, რომლებმაც აქტივისტ გიორგი მჟავანაძეზე გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს.

“ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 18 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე.

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პილიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია. აქ ჩამოთვილი პოლიციელების გარდა, ძალადობის აქტში მონაწილეობა მიიღო სხვა არაერთმა თანამშრომელმა. მათ სახელებსა და გვარებს პერიოდულად გავასაჯაროებთ.”, – წერია სირცხვილიას განცხადებაში.