სირცხვილის დერეფანი არ განიხილება, ამომრჩეველზე არ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა – უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, კლასიკური გაგებით სირცხვილის დერეფანი არ განიხილება, რადგან ამომრჩეველზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს.

“დღეს ვიმსჯელებთ უფრო დეტალურად რა ფორმით ჩავატარებთ საპროტესტო აქციას, ნებისმიერ შემთხვევაში, აქცია იქნება, ოღონდ კონკრეტულ ფორმაზე შევთანმხდებით დღეს. ბევრი ვერსიები იხილება, მათ შორის ჯაჭვიც, დღეს ყველა პარტია საკუთარ პოზიციას წარმოადგენს. სირცხვლის დერეფანი, როგორც კლასიკური მოდელი სირცხვილის დერეფნის არ განიხილება, იმიტომ რომ ჩვენი ამომრჩეველია თუ სხვისი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ არ უნდა მოვახდიონთ ზეწოლა ამომრჩეველზე, რომელიც მიდის და ხმას აძლევს”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

საარჩევნო უბნებათან სირცხვილის დერეფნების მოწყობაზე ენმ–ს აჭარის ორგანიზაცია საუბრობდა, რასაც დანარჩენი ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოყვა.