“თუ მთავრობის მიზანი ონლაინ კაზინოს მომხმარებლების შემცირებაა, გადასახადების აწევა ამ საკითხთან კავშირში არ არის.

საგადასახადო ტვირთის გაზრდა მხოლოდ გაცემული თანხის რაოდენობას შეამცირებს და არა მოთამაშეების რიცხვს, ადამიანები უფრო ნაკლებ ფულს მოიგებენ.

რა მოხდება თუ ავკრძალავთ ონლაინ კაზინოებს?

უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი, მოთამაშეების რაოდენობა ისევ არ დაიკლებს. ვიღაცები კაზინოებში ივლიან, უმეტესობა კი უცხოურ ონლაინ სამორინეებს მიაშურებს. რა აზრი აქვს ვინმე აჭარაბეთზე ითამაშებს თუ პოკერსტარზე ან “ადინიქსბეტზე”?

რა მოხდება თუ ზოგადად გემბლინგს ავკრძალავთ?

თამაშის მოთხოვნა ისევ დარჩება, შეიქმნება მიწისქვეშა კაზინოები, ისევ დაიწყება ეგრეთწოდებული ხელზე მაზაობა. ადამიანები იმ ფულით ითამაშებენ, რომელიც არ აქვთ და მერე ცუდი ბიძიები “თავნის” არ ჩაბარების ან გადაცილების შემთხვევაში დაკიდებენ “ხეზე ფეხით”.

სისულელეა აკრძალვებით ებრძოლო ადამიანების სურვილს გამდიდრდნენ მომენტალურად, ყოველთვის მოძებნიან ხერხს როგორ ან რაზე ითამაშონ და შედეგები სულ უფრო და უფრო ფატალური იქნება”

ასე ეხმიანება “გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ჩელე ყურუა პრემიერმინისტრის ინიციატივას, რომ ონლაინკაზინოებს ჯერ გადასახადები გაეზარდოთ, შემდეგ კი აიკრძალოს.