სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს – ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მომხდარი კი ძარცვას უკავშირდება.

შსს-მ საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.