სიღნაღში ადმინისტრაციული შენობის ის ნაწილი აფეთქდა, სადაც ბანკომატი იყო დამონტაჟებული

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობა დააზიანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, აფეთქებულია კარი და ჩამსხვრეულია მინები. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, შენობაში დამონტაჟებული იყო ბანკომატი, რომელიც დაზიანებულია და საიდანაც, სავარაუდოდ, დამნაშავეებმა თანხა წაიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინდინარეობს რაც – ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.