#სიცხვილიამ თამარ ჟვანია “ოქროს ჩოთქით” და მათემატიკის წიგნით დააჯილდოვა

სამოქალაქო აქტივისტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია საანგარიშოთი, მათემატიკის წიგნებით, ჩრდილოეთ კორეის ვიზით, “შუბლის ძარღვის იმპლანტითა” და გადადგომის განცხადებისთვის ცარიელი ფურცლით “დაჯილდოვეს”.

თამარ ჟვანიას “დაჯილდოება” მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ცესკო-ს თავმჯდომარეზე თქვა: “ჯილდო ეკუთვნის შეურაცხყოფების მოთმენისთვის, თანადგომას იმსახურებს.”

“ეს არის პირველი და, დიდი ალბათობით, უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც 100%-ი ვეთანხმებით ბატონ კობახიძეს. ქალბატონი გამყალბებელი ჟვანია უდავოდ იმსახურებს არაერთ ჯილდოს”,- თქვა გიგა მაქარაშვილმა.