პარასკევი, 19 აპრილი , 2024, 05:56

სმოლენკის ტრაგედია რუსეთში დამონტაჟებული ტროტილის შედეგია – „Эхо Москвы”

ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფის მიზეზი ტროტილია, რომელიც თვითმფირნავში, მოსკოვში ჩატარებული რემონტის დროს დაამონტაჟეს. ამის შესახებ ინფრომაციას  გამოცემა „Эхо Москвы” ავრცელებს.

განმეორებითი გამოძიება, მივიდა დასკვნამდე, რომ ტროტილი, რომლის გამოც, ვარშავის ვერსიით ტრაგედია მოხდა, ბორტზე, მოსკოვში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს მოხვდა. ამ გამოძიების შედეგებს, “ტრაგედიის პოლიტიზირების მცდელობად” აფასებენ რუსეთში, რუსული “РИА Новости”-ის ცნობით.

კაჩინსკების ავიაკატასტროფის გამო,  ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ რამდენიმე წლის წინ ისიც თქვა, რომ პრეზიდენტის გვამი შეცვლილი იყო, თუმცა რუსულმა მხარემ გამოთქმულ ვარაუდსაც აბსურდი უწოდა.

შეგახსენებთ, 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან, თვითმფრინავმა, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკა და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები მგზავრობდნენ, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნების შორის მეგობრობის ნიშნად, ტრაგედიის შემდეგ, ბათუმის ცენტრში ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაც გაიხსნა.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ ლეხ კაჩინსკი იმ პრეზიდენტებს შორისაა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს,  მხარდაჭერის ნიშნად საქართველოში ჩამოვიდა.