სომხებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

სომხებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს – ამის შეახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პროვოკაციის აღსაკვეთად, აღნიშნული მიმართულებით დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვა სხვადასხვა მიმართულებით აწარმოეს. გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის ნაღმმტყორცნებით.

შედეგად გვაქვს მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა.[..] სომხური მხარის მორიგი აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის ხელმოწერილი სამმხრივი განცხადებების დებულებებისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმებების უხეში დარღვევა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.