სომხეთმა გორონბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რეგიონების დაბომბვა დაიწყო – აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

სომხეთმა  გორონბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რეგიონების დაბომბვა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა.