სომხეთში ფაშინიანის შვილის გატაცება სცადეს – დაკავებულები არიან ომში დაღუპული სამხედროების მშობლები

დღეს, 17 მაისს,  სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის, აშოტ ფაშინიანის  გატაცება სცადეს. როგორც ცნობილია, მისი გატაცება, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ – ”ვაჟთა ძახილმა” სცადა. 

აღნიშნული ორგანიზაცია, 2020 წლის ყარაბაღის ომში დაღუპული სომეხი სამხედროების მშობლების მიერ არის დაარსებული.

ორგანიზაციის წევრებმა აშოტი  აიძულეს ჩამჯდარიყო მანქანაში,თუმცა შემდეგ აშოტმა ავტომობილიდან გადახტომა შეძლო.  აშოტ ფაშინიანმა სამართალდამცავებს მიმართა.

ერევნის შენგავიტის რაიონის პოლიციამ დააკავა 2020 წლის ყარაბაღის ომში დაღუპული სამი სამხედროს მშობლები. მათი დაკავება სამოქალაქო ორგანიზაცია ვაჟთა ძახილის შენობაში მოხდა.

დაკავებულთა ადვოკატის ცნობით,  ეჭვმიტანელებთან ადვოკატებს და  დეპუტატებს არ უშვებენ.

არსებული ცნობებით, გადმოხტომისას ფაშინიანის შვილმა ფეხი დაიზიანა.

საქმე საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.