სოსო პავლიაშვილი რუსეთს „სამხედრო ძლიერების დღეს“ ულოცავს

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და მსახიობი რუსეთს ,,სამხედრო ძლიერების დღეს“  ულოცავს.

პავლიაშვილმა საკუთარ გამომწერებს „ტელეგრამზე“ მიმართა: „ჩვენი ქვეყნის ერთიანობის დღეს გილოცავთ“ – წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი.

დღეს რუსეთში ,,სამხედრო ძლიერების დღეს“ აღნიშნავენ, რომელიც ქვეყანაში 2005 წლიდან აღინიშნება.

ამ დღეს მილოცვებს ავრცელებენ კრემლის პროპაგანდისტები, მათ შორის ჟურნალისტები და მომღერლები.