სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტები ახალ საგუშაგოს აშენებენ – ქაცარავა

სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტები ახალ საგუშაგოს აშენებენ – ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებს.

კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, კირბალის ოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გააქტიურდნენ როგორც ჩვენ შევიტყვეთ და მერე გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ დიდ საგუშაგოს აშენებენ. კადრებში, რაც ჩვენ მოვიპოვეთ და გადავიღეთ, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს საგუშაგო ბევრად დიდია, ვიდრე ის, რაც მათ მანამდე ჰქონდათ”, – ამბობს ქაცარავა.