სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა კაცი სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში  29 წლის კაცი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს. როგორც ირკვევა,  მას მეზობელი სოფლის ახალგაზრდებთან დაპირისპირება ჰქონდა.

გარდაცვლილი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.