სოფო ბედიას ქმარი თბილისის საკრებულოს დეპუტატი გახდა

მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატი გახდა. საკრებულომ მესხის უფლებამოსილების ცნობას მხარი დღეს, 22 დეკემბერს დაუჭირა.

თბილისის საკრებულოში ფორმულას უთხრეს, რომ მიშა მესხმა ბექა დავითულიანი ჩაანაცვლა, ბორია ფირცხელიანმა კი – ირაკლი ზარქუა. დავითულიანი და ზარქუა ქართული ოცნებიდან პარლამენტის დეპუტატები გახდნენ.