#სოცაფეთქება – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიწყო

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული შეზღუდვების მოხსნის მოთხვნით აქცია იმართება.

აქციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამარფთხილებელი აქციაა და იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ დროში ხელისუფლება მათ მოთხვნებს არ შეასრულებენ, აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა აქციას უერთდებიან პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” და მისი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, ენმ და მისი ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

აქციის მოთხოვნებია:

  • ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა.
  • სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა.
  • ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა.
  • საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა.
  • სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა.
  • კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.

ორგანიზატორები აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ ადამიანებ, ვისაც უსამართლოდ მიაჩნია “შეზღუდვები, რომლებიც რეალურად კოვიდ-პანდემიის პრევენციას მინიმალურად ახდენს (მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე)”.