სოციალური ქსელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოჩნდა

სოციალური ქსელების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოჩნდა. მთავარი არხის ინფორმაციით, ივანიშვილი ახალ აშენებულ კორპუსს ათვალიერებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ივანიშვილი ამ დროისთვის უნივერსიტეტის K კორპუსს ნახულობს, რომელითაც კმაყოფილი დარჩა.

ივანიშვილი ტერიტორიაზე ისე შევიდა, რომ მედიის კითხვებს არ უპასუხა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის ჯგუფები.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემის პირობებში მმართველი გუნდის ლიდერი საზოგადოების წინაშე ერთხელ ტიკ-ტოკის ვიდეოში, მეორედ კი კახი კავსაძის დაბადების დღეზე, “ფეისბუქზე” მისალოცი ტექსტით გამოჩნდა.