სოხუმში ვლადისლავ არძიმბას ძმისშვილი მოკლეს

დღეს ოკუპირებული აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძიმბას ძმისშვილი, კემალ არძიმბა სოხუმში მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმამ შამილის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი კემალ არძიმბა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ქალაქიდან გასასვლელები ჩაიკეტა.