სპეცოპერაცია გლდანულაში – მამაკაცი გახსნილი ხელყუმბარით საკუთარ სახლშია შეკეტილი

თბილისში, გლდანულას დასახლებაში, მამაკაცი გახსნილი ხელყუმბარით საკუთარ სახლშია შეკეტილი და თავის აფეთქებით იმუქრება.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაშია, მუქარას კი წინ უძღოდა ოჯახური კოპნფლიქტი, რის შემდეგაც კორპუსთან შსს-ს თანამშრომელთა მობილიზება შეიმჩნევა.