სპეცოპერაცია კასპში – დააკავეს თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ყავდა აყვანილი

მამაკაცი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დაკავებულია. სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა, ბრალდებულმა მძევლები მოლაპარაკების ნიადაგზე თავად გაათავისუფლა.

მისივე განმარტებით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.