სპეცოპერაცია “რიონის ხეობის მცველის” დასაკავებლად – დაჭრილია 2 ადამიანი

სპეცოპერაცია “რიონის ხეობის მცველის” დასაკავებლად – როგორც ადგილობრივები “მთავარ არხს” უყვებიან ირაკლი მუკბანიანი მეგობრებთან ერთად სასაფალოზე იმყოფებოდა რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავების დროს ისმოდა სროლის ხმა. ადგილობრივების თქმით, დაჭრილია ორი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები  ადგილობრივებს შენახული აქვთ რეზინის ტყვიები და იარაღის მასრები.

“მოვიდა პოლიცია პიდაპირი რეაქციით, გინებით, ფეხებში სროლით, დაჭირლებიც არა და დაზიანებულებიც. ვაპროტესტებდით, აპროტესტებდა ირაკლი მუკბანიანი ნამახვანჰესს. არანარი პოლიციისთვის ხელის დარტყმა არ ყოფილა. გაწევ-გამოწევა იყო. საერთო ჯამში კლინიკაში დღეს იყო 2 ადამიანი. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი. მიმალვაში არ იმყოფებოდა ირაკლი მუკბანიანი და ამდენი სპეცრაზმის სოფელში შემოყვანა საჭირო არ იყო”, – ამბობს ირაკლი მუკბანიანის ძმა ბესიკ მუკბანიანი.