სპეცრაზმელმა ჩემი წამოყენება სცადა, მერე თავისი საწვიმარი დამიდო, ამაზე მაინც დადგით მუხლებიო – მაკა სულაძე

ფოტო: მინდია გაბაძე „პუბლიკა"

”სპეცრაზმელმა ჩემი წამოყენება სცადა, მერე თავისი საწვიმარი დამიდო, ამაზე მაინც დადგით მუხლებიო”-ამის შესახებ, რიონის ხეობის მცველი, მაკა სულაძე, ჯურნალ “სარკესთან” საუბრობს და ერთ-ერთი აქციის დროს მომხდარ ამბავს იხსენებს.

„ერთ-ერთი აქციის დროს, არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი უკვე დაძრული სპეცრაზმის წინ და მათ ვევედრებოდი, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგათ. წარმოვიდგინე ორი ძმა, რომლებიც ერთმანეთზე სწევდნენ ხელს.ვხედავდი სპეცრაზმელების თავლებს და ბევრი ცრემლიც დავინახე. როდესაც კამერები გავიდა და აღარ გვაფიქსირებდა არც მე და არც სპეცრაზმელებს, ერთი ბიჭი გამოვიდა მესამე რიგიდან და ჩემი წამოყენება სცადა ძალიან თბილად. მე უარი ვუთხარი, დამიდო თავისი საწვიმარი და მთხოვა, ამაზე მაინც დადგით მუხლებიო. ამ დროს გული გამითბა და დავრწმუნდი, რომ ჯერ კიდევ ვარ ვართ ის ერი, რომელიც მტრის თვალწინ ერთმანეთზე ხელს აღმართავს“ – ამბობს მაკა სულაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.