სროლა კიკეთში – დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალები

ცოტა ხნის წინ სრო­ლა იყო კი­კეთ­ში. გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი ქალ­ბა­ტო­ნი. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

დაჭრილი ქალები კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“  არიან გადაყვანილები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დრომდე მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.