სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლაა გადასული

მთელი საქართველოს მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლაა გადასული. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის სურვილი რისკჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

“როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებში შერეული ფორმატით უწყვეტად მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა.