“ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებისთვის 30 წელი იბრძოდა. ამისთვის გამოვიდა უკრაინელი ხალხი ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის.120 დღეზე მეტია უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას, უკრაინელები ახლა ყოველდღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის”.

ასე გამოეხმაურა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.