სტიქია ლენტეხში – 20 სოფელი გარესამყაროს მოწყდა, დაზიანებულია ხიდები და გზები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 20 სოფელი სტიქიის შედეგად სოფელი გარესამყაროს მოწყდა. დაზიანებულია სასოფლო და ცენტრალური გზები, ასევე, 3 ხიდი.

“27 ივლისს გამთენიისას კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ადიდდა მდინარეები. სტიქიამ დააზიანა შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები. მწყობრიდან არის გამოსული მთლიანად წყალტუბო-ლენტეხის მიმართულებით არსებული გზა. ამ მომენტისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 3 თემი, დაახლოებით 20 სოფელი”,– ამბობს ლიპარტელიანი ფორმულასთან საუბრისას.

მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სამუშაოები კი დაწყებულია.

“ტელეფონით გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან. დაწყებულია სამუშაოები, მუშაობს ტექნიკა. ცენტრალური გზების გარდა დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. წაღებულია ცენტრალური ხიდი და მასთან მისასვლელი გზის 70 მეტრიანი მონაკვეთი. ამის გამო მოხდა იმ სოფლების იზოლირება. საცხოვრებელ სახლებს ზიანი არ მიადგა ჯერჯერობით. წაღებულია 3 ხიდი”- ამბობს მერი.