სტრატეგია აღმაშენებელმა ცესკოში სია წარადგინა – ცნობილია პირველი ხუთეული

“სტრატეგია აღმაშნებელმა” ცესკოში პარტიული სია წარადგინა. პარტიის გენერალური მდივანის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სია დაკომპლექტებულია სუფთა წარსულის მქონე ადამიანებით.

“ჩვენ წარმოვადგინეთ “სტრატეგია აღმაშენებლის” სია. ჩვენ მთელი სია შევარჩიეთ იმის მიხედვით, რომ ეს არის ახალი თაობის, პროფესიონალი, სუფთა წარსულის ადამიანები. აქ ასევე გათვალისწინებულია რეგიონის კვოტები შედეგების მიხედვით. მინდა ვთქვა, რომ მარტივი არჩევანი აქვს ჩვენს საზოგადოებას- ან აღმშენებლობის გუნდი, ან ფულის მკეთებლების გუნდი, ან გუნდი, რომელიც ემსახურება ადამიანს ან გუნდი, რომელიც ემსახურება საქართველოს.

მანჯგალაძის თქმით, სიის პირველი ხუთეული ასეთია:

გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი, პაატა მანჯგალაძე, ბესიკ ბარქაია, თეონა აქუბარდია.