სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში – იაგო ხვიჩია სააკაშვილზე

სააკაშვილმა, სხვა პოლიტიკურ ძალებთან მეგობრობა უნდა ისწავლოს, სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში. ამ შემთხვევაში, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუნდებათ, რომ სააკაშვილი აქ, მათთან ერთად იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

„სხვა შემთხვევაში, სააკაშვილის მაინცდამაინც დიდი მონატრება არ ჩანს. თავისით კიდევ ვერ ჩამოდის, ვერც მარტო მის პარტიას ჩამოჰყავს, მხოლოდ იქით დადიან. იმისთვის, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, უნდა გახდეს მეგობრული, მშვიდობიანი და თავს არ უნდა ესხმოდეს სხვა პოლიტიკურ ძალებს. ჩემი აზრით, ამ შეხვედრას რაღაცა ტიპის მარილი აკლდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი – შევა თუ არა “ნაცმოძრაობა” პარლამენტში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.