სუს-თან აქციის მონაწილეებს კორპუსიდან ქვები ესროლეს, დაშავდა ორი ადამიანი

ფოტო: ფორმულა

სუს-ის შენობასთან, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, კორპუსიდან აქციის მონაწილეებს ქვები ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა, რომლებსაც თავი აქვთ გატეხილი.

“აი, ეს ორი ქვა ისროლეს იმ სახურავიდან. მემანიშვილო, ეს ორი ქვა სახურავიდან ისროლეს და თავი გაუტეხეს ადამიანს. კრიმინალებო, არ გრცხვენიათ თქვენ? ან ამ ქვამ რომ ვინმე იმსხვერპლოს, ხომ არ გადაირიეთ?”,- თქვა ნიკა მელიამ.

ერთ-ერთი დაშავებულის ინფორმაციით, ნაკერების დაადეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანა.