სუს-თან დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატები გაათავისუფლეს

სუს-ის შენობასთან,  დაკავებული თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის  კანდიდატები გაათავისუფლეს.

საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ჩელე სუს-ის შენობასთან მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი  პერფორმანსს მართავდნენ. “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრებმა, სენობასთან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს იმის სიმბოლოდ, როგორ “დაიფშვნება სუს-ი”.