სუს-თან დაკავებულ 20-მდე პირს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, 3 დაკავებულს 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დაკავებულ 20-მდე პირს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, 3 პირს – ბორის ყურუას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ნებიერიძეს 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას.

ცნობისთვის, დღეს, “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრებმა, საქართველოს 6 ქალაქში სუს-ის შენობების ბლოკირება საკუთარი ავტომობილებით სცადეს.

10 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ჯამში ოპოზიციის 46 აქტივისტი დააკავა. თბილისში საპროტესტო აქცია ერთდროულად ე.წ მოდულის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართებოდა.