სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა.

ის თანამდებობაზე  2019 წლის იანვარში დაინიშნა.